ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს.
არცებული ინფორმაციით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს.
ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
