LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

117
ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი.

„დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, – წერია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g