ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამლის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
თუ რომელმა კონკრეტულმა ნივთიერაბ გამოწვია მოწამვლა, ჯერ ცნობილი არ არის.
ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მოწამვლა გაზიანმა სასმელმა გამოიწვია.