ძლიერი წვიმის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 მეწყრული კერა დაფიქსირდა. როგორც ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, ზედა თხილნარში საჯარო სკოლასთან მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა.
ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ წინსვლაში და აგარაში ცენტრალურ გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ასევე, სოფელ სარფში ჩანჩქერთან ჩამოცვივდა ქვები. ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.