LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ბავშვი ძაღლმა დაკბინა

41
სასწრაფო

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა.

ფაქტი „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მცირეწლოვანი ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

“ბათუმელების” ინფორმაციით, შემთხვევა ხელვაჩაურის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

მედიის ცნობითვე, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს, ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და, შესაძლოა, ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს.

„ფორტუნა“ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ჰოსპიტალში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g