ხელვაჩაურში წვეულებაზე ერთდროულად 24 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 11 არასრულწოლოვანია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი გუშინ ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტებს თავბრუსხვევა დაზოგადი სისუტე აღენიშნებოდათ.
ჯერ-ჯერობით, მოწამვლის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დაზარალებულთა ოჯახის წევრები გამიზნულად მოწამვლის ფაქტზე საუბრობენ. ვარშანიძეების ოჯახში, სადაც შემთხვევა მოხდა, გუშინ გვიანობამდე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმე 118-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოწამვლის კონკრეტულ მიზეზებზე ამ დრომდე არ საუბრობენ მედიკოსები.
11 მოზარდი ამ დრომდე ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.