„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
ამის შესახებ ხერხეულიძემ სამედიცინო ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა:
„მდგომარეობა უცვლელია, გამოიყურება ძალიან მძიმედ, რადგან ზოგადი სისუსტე იმდენად მკვეთრია, რომ მას გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია, იყენებს დამხმარე შესაძლებლობას იმისთვის, რომ ორი ნაბიჯით გადაადგილება შეძლოს.
არის სუსტად, კვების პრობლემა არის უცვლელად, ტემპერატურა ახლაც 37,5 აქვს.
ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რადგან ძალიან ცოტას ლაპარაკობს, არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ არ აქვს ძალა და ღონე, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გვაინტერესებს, პასუხი გაგვცეს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.