LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხეულიძე სააკაშვილზე: სასამართლოში გამოსვლის შემდეგ ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა, სასწრაფო გამოიძახეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ არის

110
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

ხერხეულიძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილს ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა და საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ არის:

“სასამართლოში გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა, სასწრაფო გამოიძახეს და დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ეს უსვამს ხაზს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური.

მიხეილ სააკაშვილი ელოდება უცხოელ ექიმს, რომელსაც მესამედ უთხრეს უარი შეხვედრასთან დაკავშირებით და პრობლემად რჩება პირადი ექიმის შესვლის საკითხიც”, – თქვა ხერხეულიძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმმა მოინახულა და შესაბამისი დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 19 იანვარს გახდება ცნობილი:

“სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი იმყოფებოდა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთა.  მათ დასკვნას 19 იანვრისთვის ველოდებით და გვეცოდინება კომპეტენტური შეფასება, თუ, რეალურად, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ახალი ჩივილები არსებობს, ან რა არის ის ძველი ჩივილები, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას მოითხოვს” – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

დღესვე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე დასკვნებს უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g