“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილს ეხმაურება, სადაც მესამე პრეზიდენტი პარტიის ახალ თავმჯდომარეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ხერხეულიძე აღნიშნავს, პირადი წერილების გამოქვეყნებას მხოლოდ ერთი მხარე არ წყვეტს.
“მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა,თქვენ იცით…”- წერს ეკა ხერხეულიძე.