სტუდიამ Twisted Pictures ცნობილი საშინელებათა ფილმის, „ხერხის“ მე-9 ნაწილზე მუშაობა დაიწყო.
ცნობილია, რომ სცენარს პიტ გოლდფინგერი და ჯოშ სტოლბერგი დაწერენ, რომლებიც წინა ნაწილის სცენარზეც მუშაობდნენ. ამ დროისთვის ფილმისთვის რეჟისორის ძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ „ხერხი 8“ 2017 წლის ოქტომბერში გამოვიდა და 10 მილიონიანი ბიუჯეტით პირველივე უქმეებზე 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სწორედ ასეთი ინტერესის გამო გადაწყდა მომდევნო ნაწილის გადაღებაც.
მთავარი როლები მასში ლორა ვანდერვურტმა, ტობინ ბელმა, კალუმ კიტ რენიმ და სხვა მსახიობებმა შეასრულეს.
