ბავშვები, რომლებიც ხერსონის ოლქში 24 თებერვლის შემდეგ დაიბადნენ, რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ“, კირილ სტრემუსოვმა განაცხადა.
„ხერსონის ოლქში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები ავტომატურად მიიღებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას. გარდა ამისა, ობლები ასევე დარეგისტრირდებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად,“ – განაცხადა კირილ სტრემუსოვმა.
რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი ათასობით მოქალაქემ შეიტანა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ განახლებადი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული