უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, ხერსონში ერთ-ერთი ეკლესიის სარდაფში ამ დრომდე 58 ბავშვი რჩება.
ლუდმილა დენისოვას თქმით, ამ ბავშვებისთვის უსაფრთხო ადგილი უკრაინის რეგიონში ნაპოვნი აქვთ, ამიტომ უკრაინის სახალხო დამცველი დახმარებას სთხოვს ყველას, ვისაც შეუძლია ბავშვების უსაფრთხო რეგიონში გაყვანის მიზნით ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა.
მისი ინფორმაციით, ბავშვებთაგან 10 – 4 თვიდან 1 წლამდე ასაკისაა, დანარჩენები 4 წლამდე.
“ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ბავშვების უკრაინის უსაფრთხო რეგიონში გადაყვანაში და მიიღოს ყველა ზომა, რომელზეც დამოკიდებულია ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რათა ბავშვები საბოლოოდ დაცულები იყვნენ”, – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.