ხერსონში რუსმა ჯარისკაცებმა კორაბელის რაიონის საოლქო საბჭოს დეპუტატი, „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დმიტრი აფანასიევი გაიტაცეს.
22 მარტს, უკრაინელების მხარდამჭერი მიტინგის დაშლის შემდეგ, დმიტრიმ მეუღლე დაიცვა, რომლის დაკავებასაც რუსები ცდილობდნენ.
რუსმა ჯარისკაცებმა დეპუტატი სასტიკად სცემეს. საავადმყოფოში მას მრავლობითი სისხლჩაქცევები და ნეკნების მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს.
ძალადობიდან ორი საათის შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა დეპუტატის სახლი გაჩხრიკეს და როცა გაიგეს, რომ აფანასიევი დეპუტატია, გაიტაცეს.
ოჯახის წევრებს კი მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.
წყარო: NEXTA
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
