LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 15:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება

22

დღეს 13 აპრილს ხეთაგუროვის ქუჩაზე 15:00-დან 19:00-საათამდე მოძრაობა შეიზღუდება. როგორც ”ავტორადიოს” თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული შეფერხება საგზაო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

მათივე განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი.

აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად 19:00 საათზე აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები