LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი: ჩვენს ხელისუფლებას მცდელობა რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა – „დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“

83
თინა ხიდაშელი

„როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტის პრეამბულაში საუბარია, რომ მინსკის შეთანხმება არ შესრულდა და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ მცდელობა ჰქონოდა, შეიძლებოდა იქვე გაჩენილიყო ფრაზაც – „დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საქართველოს მიერთება პრაქტიკული თვალსაზრისით დიდად შედეგის მომტანი შეიძლება არ იყოს, თუმცა, შედეგის მომტანი იქნება ოკუპაციის შესახებ კანონის რეალური ამოქმედება.

„ჩემთვის ორი ასპექტია მნიშვნელოვანი, ნოემბრიდან მოყოლებული, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამ დოკუმენტებში, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა მიღებული, საქართველოს შესახებაც გაჩენილიყო ამბავი.

პაპუაშვილი რუსეთის სანქცირებაზე: ჩვენ ვხელმძღვანელობთ ქვეყნის უსაფრთხოების და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით

როცა სანქციების დოკუმენტს პრეამბულაში ერთვის ჩანაწერი, რომ ეს სანქციები წესდება, რადგან არ შესრულდა მინსკის შეთანხმება, დარღვეულია მშვიდობის პირობები და ა.შ. აქვე აუცილებლად შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა საქართველოზე – დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ეს იყო სრულიად შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ ადეკვატური მცდელობა ჰქონოდა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის შესახებ დასავლეთის მუდმივი ბომბარდირება, რომ საქართველოც მოხვდეს მათი დაცვის ქვეშ. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ მას შევუერთდებით თუ არა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, პრაქტიკული თვალსაზრისით, რამაც შეიძლება შედეგი მოგვიტანოს, ეს არის ჩვენი ოკუპაციის კანონის რეალურად ამოქმედება და მაგალითად ის, რომ თავდაცვის სამინისტროს „ბილაინთან“ ხელშეკრულების გაფორმების ალბათობა არ უნდა უდგებოდეს და ამით პირდაპირ არ უნდა ჯდებოდეს კგბ-ს არხებზე.

თალაკვაძე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს – სანქციებს შეიმუშავებს ამერიკა და ევროკავშირი

„ოკუპაციის კანონი გვაქვს დიდი ხანია, ის გაუმჯობესდა ბოლო წლებში და ეს არ უნდა დავუკარგოთ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა უნდა შევასრულოთ ეს კანონი, რაც ერთგვარი სანქციაც იქნება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესი დიდს ვერაფერს გააკეთებს,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ არ მოქმედებს ხელისუფლება უფრო აქტიურად უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოს საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, ხიდაშელმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხი კობახიძემ უკვე გასცა.

„მე არასდროს ვსპეკულირებ ამ თემაზე, მარტივი მიზეზის გამო, რადგან ამ ყველაფერზე ირაკლი კობახიძემ პასუხი უკვე გაგცათ, ის ყველაფერზე ლაპარაკობს. ვფიქრობ ეს ჩემი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება , მაგრამ ის ღიად საუბრობს ამ ყველაფერზე. რომ გვეშინია, მერე რა მოხდაო – ეს რომ თქვა, ამ განცხადებას ვგულისხმობ.“– აღნიშნა ხიდაშელმა.

ხელისუფლებაზე მეტად 2008 წლის მოვლენები დღის წესრიგში ისევ დასავლეთის მხრიდან წამოვიდა და იმ რაკურსით, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მომგებიანია – ლაგაზიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები