LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი რობერტ უორკს ესაუბრა

62

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ავღანეთში 2017 წლის შემდეგაც დარჩენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს რობერტ უორკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში აშშ-ს შეიარაღებული ძალებთან ერთად ქართული კონტინგენტის მონაწილეობა იყო.

როგორც რობერტ უორკმა თინათინ ხიდაშელთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მოკავშირე სახელმწიფოების ერთგული პარტნიორია. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა კვლავ გააგრძელოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

სატელეფონო საუბარი ასევე შედგა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრედლოვს შორის. საუბარი ასევე შეეხო ავღანეთში მომავალი მისიის განხორციელების გეგმებსა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g