სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ჭურჭლის სარეცხი ხსნარებით ხილ-ბოსტნეულის და კვერცხის გარეცხვა დაუშვებელია.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტის თქმით, ამ სახით საკვები პროდუქტის დასუფთავება ვერ აცილებს პროდუქტს თვალით უხილავ დაბინძურებას:
„ხშირად მომხმარებლების უმეტესობა, ხილსა და ბოსტნეულს, მათ შორის კვერცხსაც, რეცხავს ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხის საშუალებით, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, არ შეიძლება და არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი, რადგან აღნიშნული ქიმიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჭურჭლის რეცხვისთვის, არ არის განკუთვნილი სურსათისთვის და იმ მიზნით, რა მიზნითაც ჩვენ ვიყენებთ, საერთოდ არანაირი სარგებელი არ მოაქვს და ვერ აცილებს პროდუქტს თვალით უხილავ დაბინძურებას – ბაქტერიებს, მეტიც უფრო მეტად ბინძურდება ასეთი პროდუქტები ქიმიური საშუალებებით. ამიტომ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის თუ კვერცხის რეცხვისთვის, რადგან შედეგი ამ პროცესს არ მოაქვს და პირიქით, უფრო უარესად ვაბინძურებთ ამ პროდუქტს…“ – ამბობს არაბული.
