LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხინკილა by ტაბლა – ქართული გემო თანამედროვე ფორმატში

836
ხინკილა

ხინკილა by ტაბლა არის ტაბლას ახალი კონცეფცია, რომელიც ქართული ტრადიციული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციის იდეით შეიქმნა. ბრენდის მთავარი პროდუქტია ხინკალი, თუმცა მენიუ გაცილებით ფართოა და აერთიანებს ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ გემოებს განსხვავებული, ფიუჟენ მიდგომით.

მენიუში წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის ხინკალი და სპეციალურად მათთვის შექმნილი სოუსები, განსხვავებული ფორმატის ცომეული და ფხალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც ხრაშუნა პურზე სრულიად ახალ გამოცდილებად არის გადატანილი.

ამ ეტაპზე ხინკილა by ტაბლა ხელმისაწვდომია მხოლოდ Wolt-ის პლატფორმაზე, სადაც მიმდინარეობს მენიუსა და კონცეფციის აქტიური ტესტირება. მიღებული გამოცდილებისა და მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე ბრენდი ეტაპობრივად განვითარდება და გაფართოვდება.

კონცეფცია თავიდანვე შეიქმნა მოლებისა და ფუდკორტების ფორმატისთვის – სწრაფი მომსახურების, მაღალი ხარისხისა და ქართული გემოების თანამედროვე პრეზენტაციის პრინციპებზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ, ბრენდის განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ხინკილა by ტაბლა მიზნად ისახავს ქართული კულინარიული კულტურის პოპულარიზაციას ახალი თაობის მომხმარებლისთვის – მარტივად, თანამედროვე ფორმატში და იმ გემოებით, რომლებიც ყველასთვის ნაცნობია, თუმცა სრულიად განსხვავებულად არის წარმოდგენილი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g