LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ“ – საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

155
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მან ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

„მთელს საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g