ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
თბილისის მოქმედი მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. მან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობასა, ქალაქის სტაბილურ განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში.
“შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია, ეს არის „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა კალაძემ.