LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ცესკოსთან – ახალგაზრდა “ლეიბორისტები” შენობაში შესვლას ცდილობენ

102
xmauri

ამ წუთებში ხმაურია ცესკოს შენობასთან, სადაც ახალგაზრდა “ლეიბორისტები” მივიდნენ. ისინი შენობაში შესვლას ცდილობენ, რის გამოც ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ისინი აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ.  

ახალგაზრდები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე რჩება. საუბარია კოვიდნფიცირებულებსა და კარანტინში მყოფებზე.

ცესკოს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 14:00 საათზე უნდა ამოწურულიყო, მაგრამ შემდეგ, ოპოზიციის მოთხოვნით, ეს ვადა დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდა.

ახალგაზრდა “ლეიბორისტები” ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g