ქუთაისში, ნარკოტესტის ჩასაბარებლად კლინიკაში გადაყვანილმა პირებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „ინფო იმერეთმა“ გაავრცელა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები შეიყვანეს, მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას დაპირისპირება ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან მოჰყვა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 126-ე და 353-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას.