ნანო ცხადაიას ტრაგიკულ გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიამ ჩხეიძე ეხმაურება.
ჩხეიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ნანო ცხადაიას იხსენებს.
„სამსახურში რამდენიმე დღის მისული ვიყავი და იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი მისით პირდაპირ ვუთხარი, რომ გავიზრდები ნანო ცხადაია უნდა გამოვიდე თქო. 20 წუთი იცინოდა ბოლოს მითხრა „დღეიდან ნანო ცხადაიას მიზანია ნანო ცხადაიაზე მაგარი იყო. ნანო ცხადაია მიზანს სულ აღწევს და მეტიც არ მინდა ამ კონკრეტული მიზნის მიღწევაში შემიშალო ხელი.“
– ნანო, ეს რეალობა რაღაც არ მომწონს. ეს მოცემულობაა რა…სხვანაირად როგორ?
– რას ჰქვია ეს მოცემულობაა და რეალობაა? ავდგეთ ახლა და შევცვალოთ ერთად! შენთან ვარ ხო იცი ეგ შენ?! ყველა კბილით დაგიცავ! იცოდე რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და განსაკუთრებით ადვოკატებისთვის და იურისტებისთვის არ არსებობს ეგ. მიდი დროზე ახლა თავი მაღლა და დავიწყეთ. შენთან ვარ ბოლომდე! რასაც ვერ იღებ უნდა შეცვალო! ესაა ჩვენი მთავარი წესი! ვერ ეგუები?! ვერ იღებ?! შეცვალე!
ჩემი პირადი ცეცხლი, მოტივაცია, ძალა, მუხტი. ნანო ცხადაია თავად სიცოცხლე, ცეცხლი, უშრეტი ენერგია და მუხტი.
ნანო ცხადაია, ამ რეალობას ვერ და არ ვიღებ. ხო დამპირდი ერთად შევცვლით რეალობას რასაც ვერ იღებო. ნან, ვერ არ ვიღებ ამ რეალობას და ახლა მე გეუბნები უნდა შეცვალოთ ეს რეალობა! უნდა შევცვალოთ! უნდა შევცვალოთ! ჩემი გონება ამ რეალობას ვერ აღიქვამს არ შეუძლია. უნდა შევცვალოთ რა ეს.
ხშირად მითქვამს, რომ ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ და ეგ მაიმედებს.
მთავარი მუხტი, ძალა და ბოლომდე ბრძოლის მოტივაცია მომეცი. დღეს კი მარტივ მამრავლებად დამშალე…და ისევ უსასრულოდ…იცოდე რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის!“ – წერს მარიამ ჩხეიძე.