LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობის რაიონში სამუშაოს შესრულებისას მუშებს მანქანა დაეჯახა

94

უბედური შემთხვევა მოხდა ხობის რაიონში. სოფელ ხეთაში ორ პირს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულები შედუღების სამუშაოებს ასრულებდნენ, ისინი ცეცხლის ნაპერწკლების თავიდან აცილების მიზნით, მოულოდნელად გზის სავალი ნაწილისკენ გადავიდნენ, რა დროსაც ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი უწყების, ან კომპანიის სამუშაოებს ასრულებდნენ მუშები, რომლებსაც მანქანა დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g