თავდამსხმელებმა გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ერთ-ერთ ოჯახში ასაკოვანი ქალი სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით ის დააუთოეს. თავდასხმის დროს, სახლში მხოლოდ ერთი ხანდაზმული ქალი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარი “ფორტუნას” შსს – ში დაუდასტურეს და აღნიშნავენ, რომ გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მომხდარზე სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია განახლდება.