LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

132
შსს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

გავრცელებული ცნობით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g