ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში დაკარგული მამაკაცი, რომელიც 10 ნოემბერს გაუჩინარდა, პოლიციამ იპოვა.
45 წლის მამაკაცის ახლობელი აცხადებს, რომ ის უვნებელია.
მამაკაცს გაუჩინარების დღიდან ოჯახის წევრები სამართალდამცავებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.