LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში გზების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო

117

ხობის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო: ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობის ცნობით, დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; ასევე, მოეწყობა ლითონის ცხაურები და მილხიდები.

პროექტის ღირებულება – 88500 ლარია;  სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

უახლოეს დღეებში პირველი მაისის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების კეთილმოწყობა დაიწყება:

პატარა ფოთში: 3920 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.

ამ პროექტის ღირებულება 1 მილიონ 118 ათასი ლარია;  სამუშაოებს კი შპს „პრაიმ ბეტონი“ განახორციელებს.

პირველ მაისში: 2000 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; მოეწყობა შესასვლელები და მილ-ხიდები; სამუშაოს შპს „შარა-გზამშენი პირველი“ განახორციელებს. მისი ღირებულება კი 560 ათასი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g