ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კაცმა ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ინციდენტი ცოტა ხნის წინ, მამუკა ფარცვანიას ოჯახში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციები ზუსტდება.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.