ხობში 50 წლამდე ასაკის წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. “ფორტუნას” ინფორმაციით, მომხდარს სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა წინ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ დაზარალებული შინ წავიდა და საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავეები უკვე დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.