LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში სტუმარმა მასპინძელი სასიკვდილოდ დაჭრა

534
unnamed

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. ამის შემდეგ მამაკაცმა მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა, რომელსაც ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა.

რაც შეეხება, თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს, ის თავდაპირველად ხობის საავადმყოფოში შეიყვანეს თავში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, ამ დროისათვის კი, ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g