ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია “დებიძინიზაციის” თემას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა.
„დებიძინიზაცია… ანუ, პიროვნებას ემუქრებით? ფიზიკურად ანადგურებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები?
და ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა “ გეშპაგაოთ” ფბ- ში?..
მოკლედ, შსს, პროკურატურა, ან აამოქმედეთ სამართლებრივი ნორმები და აგებინეთ პასუხი, ან ჩვენ თავად მივხედავთ საკუთარ ღირსებას! რამე თუ,… ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული დაუმსახურებელი, უკანონო, არასამართლებრივი, არასამართლიანი, არაკაცური, არაცივილური ქმედებები პირდაპირ გადის ჩვენ ღირსებაზე!
დღეს, ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა!
დღეს, საქართველოს განადგურების ექსპერიმენტს ტესტავენ ივანიშვილზე!
გავატარებთ?… არა მგონია!
მე მჯერა ჩემი მებრძოლი ხალხის“! – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ევროპის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხზე განხილვა მიმდინარეობდა. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოში დეოლიგარქია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას.
რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას
