LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? – სააკაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

74
1

“ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ?  ამისთვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს.” – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონიდან აუდიომიმართვას ავრცელებს და ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას ახლა ახალგაზრდების დახმარება, მათი აქტიურობა და “დრაივი” სჭირდება.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ახალგაზრდებს არაფრისკენ არ მოუწოდებს და უბრალოდ ურჩევს – იფიქრონ იმაზე, რომ საქართველოს სიამაყე და განსაკუთრებულობა სწორედ ახალგაზრდებმა უნდა დაუბრუნონ:

“მე მინდა მოგმართოთ ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტურანტურა, დავჯექი ამ სადგურზე, ჩავფრინდი ნიუ-იორკში და ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველო წამოგვეწია წინ.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო ინფორმირებულებიც, ჩვენზე უფრო წინწასულებიც და ჩვენზე უფრო თავისუფლებიც. გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, სენატში ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი ამბობს, ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, თქვენ ხართ ყველაზე განსაკუთრებულები.

ხალხო, გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, მე ერთი რამ მაინტერესებს, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? – ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი “დრაივი”, იმიტომ რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის.

მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, “ნაღდად” არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ. აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულად უნდა იაროთ და არა ვიღაც “ჭ” კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და ისევ რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში მესმის. აბა თქვენ იცით. იმედი მაქვს თქვენი, ძალიან გადამწყვეტი დრო უდგას ახლა საქართველოს.” – ამბობს სააკაშვილი ფეისბუქმიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g