LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება თავიდანვე არ განხორციელდა – ომბუდსმენი

97

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება თავიდანვე არ განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ ანგარიში წარადგინა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე არ ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, პასუხისგებაში არ მიეცნენ პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი დანაშაულთან.

„მისასალმებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, მაგრამ პასუხი გვაქვს გასაცემი არასრულყოფილი მართლმსაჯულების გამომწვევ მიზეზებზე. ჩემი მოსაზრებით, ამ პრობლემას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – პროკურატურის არასრულყოფილი რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობა და სასამართლო სისტემის ხარვეზები,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

mazda magti 5g