LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მშობელმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა

66

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეზე მსჯავრდებულის მშობელმა სასამართლოს საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სხვა მოწმეების ჩვენებებთან თანხვედრაშია.პროკუროა გიორგი ქობულაძის თქმით, დაკითხულმა პირმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რა ვითარებაში გადასცეს მას შვილი. პროკურორის შეფასებით, გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ მოწმემ ვინმეს მამხილებელი ჩვენება მისცა.

“მსჯავრდებულის დედას უფრო ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მამას ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობის ინფორმაცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით რაც მიაწოდა სასამართლოს. გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ ვინმეს მამხილებელი ჩვენება მისცა, თუმცა მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან დაასახელა გარკვეული გარემოებები, რომელსაც სხვა მოწმეებიც ასახელებენ და ამ მოწმეების ჩვენებებთან მოვიდა მისი ჩვენება თანხვედრაში,” – განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლებმა განაცხადეს, რომ ვიდრე შვილი თავად არ წამოიყვანეს, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ სად და ვისთან ერთად გადაადგილდებოდა ის. ქობულაძის თქმით, მშობლებმა მოგვიანებით გაიგეს, რომ მათი შვილი კალანდიებთან იმყოფებოდა.
რაც შეეხება კიდევ ერთი მოწმის ჩვენების გამოქვეყნებას, პროკურორის თქმით, მას აღნიშნული შუამდგომლობა არ დაუყენებია.

“სასამართლოზე შევთანხმდით, რომ ვინაიდან ამოწურული არ არის პროცესის მიმდინარეობა და შესაძლოა ის პირი, ვინც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება, დაბრუნდეს საქართველოში,  ამ ეტაპზე  შუამდგომლობა აღარ დავაყენეთ. თუ პროცესის დასრულებისას ეს პირი არ იქნება საქართველოში დაბრუნებული, ამ შემთხვევაში დავაყენებთ შუამდგომლობას  მის მიერ მიცემული ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე,” – განმარტა გიორგი ქობულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g