LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა: ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა (ვიდეო)

144

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანი არაა.

როგორც ზაზა სარალიძე ყვება, მის ბიჭს ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა და ამას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ შეძლებდა.

”იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, რომ გამორიცხულია ეს ორმა კაცმა გააკეთოს. ხუთი შემღწევი ჭრილობა და პლიუს კიდევ შვიდი, ეს ორი დანით გამორიცხულია. ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდა… შიშველი ხელით ვერც ერთი ვერ მოერეოდა. მისი ყველაზე დიდი მინუსი იყო, რომ ძალიან ძლიერი იყო და მაგის გამო იყო, რომ იარაღი იხმარეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ “რუსთავი 2-თან”.

ზაზა სარალიძე ვარაუდობს, რომ მისი შვილი, მეგობარს დასახმარებლად გაჰყვა, ხოლო მეორე დაღუპული – ლევან დადუნაშვილი კონფლიქტში შემთხვევით აღმოჩნდა.

დაღუპული მოსწავლის მამა ამბობს, რომ არ იცის ვინ იღებდა ჩხუბში მონაწილეობას, თუმცა მისი შვილის მეგობრებს მოუწოდებს, არ აყვნენ ჭორებს და “წყნარად იყვნენ.”

”ველოდებით გამოძიების შედეგს. ტელევიზიით და ფეისბუქით რაც გავრცელდა არ მაინტერესებს. მინდა დაველოდო გამოძიებას და იმედი მაქვს, გამოძიება ყველაფერს ისე დაადგენს, როგორც საჭიროა. ჩემი შვილის მეგობრებს ვეუბნები: – ბიჭებო აბა წყნარად იყავით, არაფერი გულში არ ჩაიდოთ. მოვუწოდებ, რომ წყნარად იყვნენ”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g