LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას ადვოკატი ადასტურებს

355
1532711881675278

ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა ფორტუნას დაუდასტურა.

ამ დროისთვის ადვოკატი მეტ დეტალზე ვერ საუბრობს. როგორც  ანა კოტეტიშვილი ამბობს, დაკავების მოტივი მისთვის უცნობია. დეტალების გასარკვევად ის ამჟამად შსს-ში იმყოფება.

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა - ხორავას ქუჩის საქმეზე სავარაუდოდ მ.კ. დააკავეს

მათივე ცნობით, მ.კ. სამართალდამცველებმა დღეს აიყვანეს. 

აღნიშნულ ინფორმაციაზე არაფერს ამბობენ შსს-შიც. უწყებაში ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი 12 საათზეა ჩანიშნული.

კურიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მ. კ. დააკავეს. შეგახსენებთ, რომ მ.კ.  საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, სასამართლომ ის არასანდო მოწმედ მიიჩნია.

დავით სარალიძე გ.ჯ-მ დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა - სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 3 ივნისს მიიღო.  მეორე ინსტანციის სასამართლოს თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g