LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა

1263
dgsasamarto1

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

დ.ღ.სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და 2 წელი და 3 თვე მიუსაჯეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დ.ღ-ს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა. მას პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება და საერთო ჯამში საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს დარჩება.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შმდეგ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g