LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

93
hrhfrhfhfhfhf

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობითვე, ეპისკოპოსი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

“გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g