ხორვატიაში, კუნძული ჰვარი ტურისტებისთვის ქცევის წესებს ამკაცრებს. ამიერიდან კუნძულის სტუმრები შეუფერებელი სამოსის გამო სოლიდურ ჯარიმას მიიღებენ. სიახლის შესახებ Luxurious magazine წერს.
პლაჟის გარეთ საცურაო კოსტიუმით გადაადგილება – 600 ევროთი დაჯარიმდება. ქალაქის ცენტრში მაისურის გარეშე ან ზედმეტად გამომწვევი სამოსით გასეირნებისთვის დამსვენებელს 500 ევროს გადახდა მოუწევს. განსაკუთრებით მკაცრად გააკონტროლებენ ამ წესებს ტაძრების და ისტორიული შენობების სიახლოვეს.
როგორც ხელისუფლება აზუსტებს, ასეთი ზომები კურორტის ატმოსფეროს შენარჩუნებას და ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემას შეუწყობს ხელს.
ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძული ხვარი ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებად ითვლება. ის მდიდარი არქიტექტურით და ზღაპრული ხედებითაა ცნობილი.