LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია ექიმებს მიმართავს: იქნებ თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი

120
ხოშტ

“ჩემი დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მინდა მივმართო ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში,”-ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პენიტენციური სამსახურის განცხადებები და გლდანის ციხის პირობები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„მინდა მივმართო ექიმებს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას, რომ სხვის პროფესიაში ჩავერიო და გავბედო მიმართვა, რადგან მე თავად მეთორმეტე დღეა ვშიმშილობ და ალბათ, ყველას კარგად გვესმის, რომ ის კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, აბსოლუტურად ცდება არა პარტიულ, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოებს. ესაა კრიზისი, რომელიც ყველა მოქალაქეს და ყველა პროფესიას ეხება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ექიმს, განსაკუთრებით ვახტანგ კალოიანს და ძალიან დიდი მადლობა რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ბრიგადებს, რომლებიც მონაცვლეობით მუდმივად ჩემს გვერდითაა და გულით, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ წარმოუდგენლად ჩიხური ვითარება გვაქვს. არ ვიცით და ალაგ-ალაგ სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას. მეტიც, ცნობები, რომლებიც ბოლო დროს გავრცელდა არის ძალიან საგანგაშო, ეს ცნობები ძალიან კონკრეტულია, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ დგება, მას აქვს ღებინება, ყვითელი ფერი, წნევა, კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ეს ინფორმაცია დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება, არის ციხე, არ არის საავადმყოფო, ესაა ციხე, სადაც მისი მკურნალობის კითხვის ნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური, ძალიან საფუძვლიანი. ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებებს.

აქედან გამომდინარე, ჩემი დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მინდა მივმართო ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. კონკრეტულად ასევე იმ ექიმებს, რომლებიც კონსილიუმში შედიოდნენ და რომლებსაც გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტი აქვთ, რომ სიტუაციაში ჩაერიონ. ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე- ნევროლოგი, დიდი პატივისცემით მინდა მივმართო. მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნა არ არის, იქნებ თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას. ბატონი გიორგი გოცაძე-მესმის და არც ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, არც ეთიკაში და არც პროფესიონალიზმში, მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა. ქალბატონი ელენე გიორგაძე-ენდოკრინოლოგი, ასევე კონსილიუმის წევრი, მაქვს თქვენთან იგივე თხოვნა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ვერევი სხვა პროფესიის საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მე მამოძრავებს ესაა საზოგადოებრივი სიცხადის შემოტანა. დღეს პენიტენციური სამსახურის განცხადებები და გლდანის ციხის პირობები ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები