LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: „ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა“

135
ელენე ხოშტარია

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმას პარტია „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან საქართველოს ომში შეთრევის გეგმაა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ

ხოშტარიას განცხადებით, მსგავსი მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიებისთვის დიდი საფრთხის შემცველია:

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა, ეს რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა. იმიტომ, რომ ვხედავთ, შავ ზღვაში ბევრი ცვლილებაა.

რუსეთი უთუოდ დამარცხება, მათ შორის, შავ ზღვაში, უკრაინის მხრიდან. შესაბამისად, ასეთი მოლაპარაკებები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ტერიტორიებისთვის.

პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნება” უნისონში უმეტეს საკითხებზე, რუსეთთან ერთად საუბრობს, ოკუპირებული რეგიონის რეჟიმებთან ერთად. ერთია, რომ რუსეთმა წამოიწყო ეს, მაგრამ მეორეა, რომ პროცესს „ქართული ოცნების” პოლიტიკა უწყობს ხელს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შავ ზღვაში იყოს ანაკლია და არა რუსეთის პორტი”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისათვის, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება.

ამავე თემაზე:

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა“ – კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g