LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია პრემიერის განცხადებაზე: გამოდის რომ, თუ რუსეთი ჩვენ გაგვამწარებს, ჩვენ შეიძლება რაღაც პოზიციები დავთმოთ

78

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ტატუნაშვილის საქმეზე პრემიერის მიერ რუსეთში გაგზავნილ მიმართვაზე საუბრობს და მთავრობის ხელმძღვანელს მკაცრად აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ფორმულა, თუ რუსეთი შეგვაშინებს, ადამიანებს მოგვიკლავს და გაიტაცებს, შეიძლება დავთმოთ პოზიციები და დავიწყოთ პირდაპირ დიალოგზე საუბარი, ძალიან არასწორია. ამის შესახებ მან აშშ-ში გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე გამგზავრებიამდე აეროპორტში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებაც იქნება გამოყენებული ამ თემაზე სასაუბროდ.

ძალიან მცდარი, არასწორი და საზიანო განცხადება და მიდგომაა რუსეთთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ სულ ვაკრიტიკებდით „ქართულ ოცნებას“, რადგან როდესაც რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, ოკუპაციაზე, ის ოკუპანტი სახელმწიფოა, ისრების გადატანა შემსრულებლებზე არასწორია. მაგრამ კიდევ უფრო არასწორია ამ ვითარებაში, რადგან გამოდის, რომ თუ რუსეთი ჩვენ ასე გაგვამწარებს, რასაც ახლა აკეთებს, მაშინ შეიძლება, რაღაც პოზიციები დავთმოთ” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g