LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად არის პრაქტიკაში, რომ ადამიანს თავისი დაბადების დღე არ უყვარს… ამ დროს ბევრი რამ იკეტება, წარმატება, ფინანსები…“ – ვენგო ლომთაძე

44
ვენგო-ლომთაძე

19 ივლისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ეზოთერიკოსი და ფსიქოლოგი ვენგო ლომთაძე სტუმრობდა, რომელმაც დაბადების თარიღის მნიშვნელობაზე, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებულ რიტუალებზე და იღბლიან რიცხვებზე ისაუბრა.

ვენგო ლომთაძე: ვიცით, რომ თარიღებს ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად ყველას უნდა გვიყვარდეს ის თარიღი, როდესაც დავიბადეთ, უმნიშვნელოვანესია, რომ გვიყვარდეს ჩვენი დაბადების დღე. ნებისმიერი თვის იმ რიცხვში, როდესაც ჩვენ დავიბადეთ, კარგია ენერგეტიკული ჰიგიენის დაცვა, პოზიტიური ფიქრები, სურვილის ჩაფიქრება, რაღაც კარგის გაკეთება საკუთარი თავისთვის, ამას ძალიან დადებითი ეფექტი აქვს ადამიანის ცხოვრებაზე. ხშირად არის პრაქტიკაში, რომ ადამიანს თავისი დაბადების დღე არ უყვარს და ძალიან ბევრი ცუდი მოვლენა სწორედ ამ თარიღში ხდება. ცხოვრება მათში არ შემოდის ისეთი ბედნიერი და მჩქეფარე რიტმით, როგორც უნდა შემოდიოდეს, რადგან არ იღებენ საკუთარ მოცემულობას, საკუთარ დაბადების თარიღს. ამ დროს ბევრი რამ იკეტება, წარმატება, ფინანსები და ა.შ. შესაბამისად, საკუთარი დაბადების დღის მიღება, შეყვარება უმნიშვნელოვანესია.

სხვათა შორის, უკვე ბევრი წელია, რაც ყოველ დაბადების დღეზე ხეს ვრგავ. ხის დარგვა, რადგან ის მყარი და სტაბილურია, ძალიან კარგ პროგრამას აძლევს ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად ძალიან კარგი პრაქტიკაა.

მნიშვნელობა აქვს გაიხარებს თუ არა ეს ხე?

აქვს, ყოველ შემთხვევაში, თუ ხე არ გაიხარებს, ეს მანიშნებელია იმის, რომ შეიძლება იმ წელს ჩვენ რაღაც სირთულეები გვქონდეს. ამ ხის ერთ-ერთი მნიშვნელობა ისიცაა, რომ წინასწარ შეგვატყობინოს რა მოხდება, განიშნებს, რომ რაღაც არ არის რიგზე და ყურადღებით იყო. ნიშნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვფიქრობ, რომ ტყუილად არაფერი ხდება, ნიშნები ყოველთვის არის და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ჩავწვდეთ მათ, ასევე მგონია, რომ კონკრეტული ნიშანი ყველასთვის სხვადასხვანაირად შეიძლება გაიშიფროს, ვიღაცისთვის შეიძლება კარგი იყოს და ვიღაცისთვის პირიქით…

კი, რა თქმა უნდა, ნიშნები მრავალგვარია და ეს დაცდაზეც არის. მაგალითისთვის, ოთხიანი შეიძლება ვიღაცისთვის კარგი იყოს და ვიღაცისთვის – არა.

როგორ უნდა შევარჩიოთ იღბლიანი თარიღები, რიცხვები?

ხშირად ეს ადამიანებმა ინტუიციით ვიცით. ამის გამოთვლა ინდივიდუალურია, მაგრამ სტანდარტულად, ყველა ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ რიცხვს, როცა დაიბადა. თუ ადამიანი  27-ში დაიბადა, მაშინ ცხრიანი მისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი იქნება, რადგან 2+7=9. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი დაბადების დღე და იმ რიცხვში რაღაცების დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია და როგორც წესი, დადებით შედეგს იძლევა.

საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაკეთება ახსენეთ და მინდა, უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ თემაზე…

ხშირად ძალიან კარგია, როცა კონკრეტულ სიმბოლიკებს იძენს ადამიანი, მაგალითად, კარგია კომპასის ყიდვა, სიყვარულის შემთხვევაში კარგია წყვილი ნივთის ყიდვა და ა.შ. ცხოვრებაში სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სიმბოლური საჩუქრების გაკეთება ძალიან კარგია ოჯახის წევრებისთვისაც.

გარდაცვალების თარიღის გამოთვლა თუ ხდება?

ასეთი თარიღი, როგორც წესი, ასე პირდაპირ არ გამოითვლება. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომ ცვლილებები მოახდინოს საკუთარ ცხოვრებაში. არსებობს უბრალოდ კრიზისული თარიღები, როცა ყველაფერი ცუდადაა, ყველაფერი რთულდება და აღნიშნული ხშირად სწორედ ამ კრიზისულ თარიღებს ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლობაა. ხშირად უთხოვიათ გარდაცვალების თარიღის გამოთვლა, მაგრამ ეს ასე არ ხდება. უნდა ვუფრთხილდეთ კრიზისულ თარიღებს.

ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია, ყველა გრძნობს, რომ რაღაც ცუდი ელის?

როგორც წესი ეს ყველას აქვს, მაგრამ ხშირად არ ვუჯერებთ ამ შეგრძნებებს. რა თქმა უნდა, სამყარო მიგვანიშნებს. ცოტა ადამიანს აქვს ის მომენტი, რომ დაფიქრდეს იმაზე, რომ რაღაც არ არის კარგად და თქვას, მოდი, ერთი წუთით გავჩერდეთ. რომ გადახედავ სიტუაციას, თუ ხვდები, რომ არ მოგწონს, თუ სად მიდის ეს ყველაფერი, უნდა გაჩერდე.

სწორად როგორ უნდა შევარჩიოთ ქორწინების თარიღი?

ქორწინების თარიღის შერჩევისას, ორივე წყვილის დაბადების თარიღი უნდა იქნეს გათვალისწინებული. არის კონკრეტული წლები, როცა კარგია ურთიერთობის დაწყება ან ქორწინება და ეს ყველაფერი დაბადების თარიღში ჩანს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ისიც, რომ პირველი კარმული ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში არ ამართლებს და ძირითად შემთხვევაში უნდა დაიშალოთ. პირველი კარმული ურთიერთობა ყველაზე რთულია. მთავარია ჩვენი კარმა, იმ ადამიანთან ჩვენ რაღაც ამბავი უნდა ამოვწუროთ, რაღაც გაკვეთილი უნდა გვესწავლებინა ერთმანეთისთვის და უნდა დავშლილიყავით ან არ უნდა დავშლილიყავით, მაგრამ ეს გაკვეთილი აუცილებლად უნდა მიგვეტანა ერთმანეთამდე. მეორე მომენტია ახალი სიცოცხლე, შეიძლება ჩვენი ქორწინება სრული კრახი იყო, მაგრამ ჩვენი კარმის ნაწილი იყო, რომ აუცილებლად უნდა შემოსულიყო ახალი სიცოცხლე.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები