ხათუნა ჟორდანია თათია შარანგიას საავტორო გადაცემა “სთორის” სტუმარია, სადაც მსმენელს პირად ცხოვრებასა და მნიშვნელოვან გამოცდილებაზე უყვება.
როგორც ხათუნა საუბრობს, დედა ხშირად ესიზმრება და თვლის, რომ მას სიცოცხლეში ყურადღება დააკლო.
„ხშირად მესიზმრება ხოლმე დედაჩემი. მგონია, რომ ჩემი ავადმყოფობის გამო, მას ყურადღება დავაკელი. ვერ მივხვდი, რომ დამიბერდა. იმ პერიოდში ცოტა ეგოისტურად ვუყურებდი ყველაფერს. ყურადღება სულ ჩემთვის მინდოდა. ავად რომ არ ვყოფილიყავი, მგონია შევძლებდი და დედას სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდი. არ ვიცი რამდენად შევძელი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისი გული გამეხარებინა. რამდენად სრულფასოვნად შევძელი ეს, არ ვარ დარწმუნებული”, – საუბრობს ხათუნა ჟორდანია.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ჟორდანიამ ფილტვის სიმსივნის მე-4 სტადიის დამარცხება შეძლო.
ვიდეო: “ჭორიკანა ვარსკვლავები” – ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ ერთად იმღერეს