რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკაში – „მხიარული დილა“ სატელეფონო ხაზზე მომღერალი, გორის ქალთა გუნდის სოლისტი, 2013 წლის „ახალი ხმის“ ფინალისტი და „ავტორადიოს“ ერთ-ერთი წამყვანი, თაკო ოქროპირიძე ჩაერთო.
–როგორ იწყება თაკო ოქროპირიძის დილა?
-დილითაც და მთელი დღის მანძილზეც ენერგიული ვარ. მთელი დღის მანძილზე იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ვერც კი ვხვდები თუ დავიღალე. საღამოს, როცა ოჯახში ყველა დაიძინებს, მაშინ ვიაზრებ, რომ დაღლილი ვარ.
-მრავალშვილიანი დედა ხარ. ოთხი შვილის გრაფიკსა და განწყობაზე ზრუნვა ძალიან რთულია,
-რთული კი არა ურთულესია. უნდა იყო მობილიზებული და აბსოლუტურად ბოლომდე ჩართული ამ ყველაფერში. არ უნდა დანებდე არც ერთი წამით. შენ თავს უნდა მოაკლო დრო და ბავშვებს დაუთმო.
-როგორ ახერხებ რადიოს, ქალთა გუნდისა და კონცერტების ერთმანეთთან შეთავსებას?
-ხშირად მიწევს სამსახურსა და კონცერტებზე ბავშვებთან ერთად სიარული ხალხი არ მეწინააღმდეგება ხოლმე ბავშვებთან ერთად სიარულზე და ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს. სამსახურში ბავშვებთან ერთად ვარ და მათთან ერთად ვაკეთებ ყველაფერს.
–თუ გაქვთ რაიმე ისეთი „ცერემონია“, რის გარეშეც დილას არ იწყებ?
-ასეთი რიტუალი მქონდა დღეს. არ ვმუშაობ და როგორც კი გავიღვიძე, ბავშვებისთვის საუზმის მომზადება დავიწყე.
-რამდენიმე სიმღერა გაქვს ჩაწერილი, მათგან გამოვარჩიე „ერთი ამბავი“,
-„ერთი ამბავი“ არის ერთადერთი სიმღერა, რომელიც პირადად ჩემთვის არის დაწერილი. იგი ალექსანდრე ბუთხუზ ბასილაიამ დაწერა. „ნუცას სკოლის“ პერიოდში მასთან ვმღეროდი. შეგვარჩია მე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ზვიად აბაშიძე, გიორგი კობაიძე და სამი წელი გვქონდა ამ ბუმბერაზ კომპოზიტორთან მუშაობის შესაძლებლობა. ის ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის. ჩემთვის ეს პერიოდი იყო ცხოვრების ფანტასტიკური წლები. ეს სიმღერა კი ამ საოცარი წლების გამოძახილია. გული მწყდება, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელი ეს სიმღერა უფრო პოპულარული გამეხადა, თუმცა ამას ასე არ დავტოვებ.
–დარწმუნებული ვარ ამ სიმღერისთვის ვიდეორგოლს გადაიღებ და შენ ჩანაფიქრს ფრთებს შეასხავ,
-მინდა, რომ სასიმღერო კარიერაში უფრო აქტიურად ჩავერთო, რადგან სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
–რას ეტყვი „არ დაიდარდოს“ მსმენელებს?
-„არ დაიდარდო“ ყოველთვის დადებითად განაწყობს რადიომსმნელებს. ყველა მსმენელი ძალიან მიყვარს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი