LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად უთხარით მოსწავლეებს, რომ ისინი თქვენი მეგობრები არიან… არ მოსთხოვოთ უყვარდეთ თქვენი საგანი…“ – პედაგოგის ემოციური მიმართვა

3335
dikasalayaia

პედაგოგი და პოეტი დიკა სალაყაია facebook-ის პირად გვერდზე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და კოლეგებს მოსწავლეებთან მოქცევის შესახებ საკუთარ დამოკიდებულებას უზიარებს.

„ხშირად უთხარით მოსწავლეებს, რომ ისინი(ც) თქვენი მეგობრები არიან…
ესაუბრეთ მათ აუდიტორიაში და არა კვარცხლბეკიდან…
ზოგჯერ ისიც ჰკითხეთ როგორ არიან და რაზე ფიქრობენ…
საგაკვეთილო მასალა მიაწოდეთ და დაანახეთ სიახლეებთან, თანამედროვეობასთან ფარდობითობით…
არ მოსთხოვოთ უყვარდეთ თქვენი საგანი, უბრალოდ ეცადეთ და დანარჩენს თვითონ იგრძნობენ…
არასოდეს დაიწუნოთ და გაკიცხოთ განსხვავებული აზრი – ეს მათი შეხედულებაა და ისნი პირივნებები არიან…
არ დააძალოთ გაიზუთხონ ვეებერთელა ტექსტები, დაეხმარეთ გაიაზრონ…
იმეგობრეთ მათთან და ზოგჯერ…
ზოგჯერ კარგად წაკითხული ლექსისთვის, მომზადებული საგაკვეთილო მასალისთვის, ან შესრულებული ესესთვის ქულა კი არა – ჩახუტება გაცილებით მაღალი შეფასებაა…
შეიყვარეთ მთელი გულით და უფრო მეტად ეყვარებით მათაც…“, – წერს დიკა სალაყაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g