ხუან და ქრისტინე ბაგრატიონები სოციალურ ქსელში საახალწლო მილოცვას ავრცელებენ:
“გილოცავთ ახალი 2022 წლის დადგომას!
წლის ამ ლამაზ დროს, მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
იმ ადამიანებს ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს მინდა გულითადი მოკითხვა გადავცე და ვუსურვო, რომ არასოდეს დაკარგონ იმედი.
უფალმა დალოცოს და გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა”,-აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.