ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანას ორი პატიმარი მართავს.
„ქართულ პოლიტიკურ პროცესს დღემდე ორი პატიმარი მართავს.
სწორად ისინი უზრუნველყოფენ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას და კიდევ საკითხავია, რომელს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამაში, ანუ რომელია პარტიის ჩრდილოვანი ლიდერი – ბიძინა თუ მიშა.
ვისაც კითხვა გაგიჩნდათ – ბიძინაც პატიმარია.
უბრალოდ ოქროს გალიაში ზის.“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.