LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოს ბაღებში, დიდთოვლობის გამო, სწავლა შეწყდა

112

ხულოში, დიდთოვლობის გამო, 31 საჯარო სკოლასა და ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის, ინფორმაციით, დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ელექტროსადენები დააზიანა და მოსახლეობას დენი არ მიეწოდება.

მისივე თქმით, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ცენტრალურ გზას ასუფთავებენ.

“შიდა სასოფლო გზების გაწმენდა ჯერჯერობით ვერ დაიწყება, რადგან თოვლის საფარი დიდია,” – განაცხადა გოჩა მელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g